ცოტა ხნის წინ გერმანულმა გამოცემამ „Bild” საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ქვეყნის სოციოლოგები ერთ სენსაციურ აღმოჩენამდე მივიდნენ.
როგორც გერმანიაში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, მამაკაცების 62 პროცენტს ჭკვიანი ცოლი არ სჭირდება.
მათი განცხადებით, მთავარია, მეუღლის ხასიათის „გასწორება“ შეეძლოს. გერმანელი მამაკაცების დიდი ნაწილი ისეთ საცოლეს ეძებს, ლოგინში ინიციატივას თავის თავზე რომ აიღებს და ქმარს ზედმეტი ოფლისღვრისგან იხსნის.
გამოკითხული მამაკაცების მესამედის აღიარებით, თუ ცოლს სექსუალური საცვლები არ აცვია, შეიძლება ზედაც არ შეხედოს.