საჩხერის პოლიციის უფროსი ზეზვა კობახიძე "გურია ნიუსთან" საუბრისას ამბობს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მან ნასვამ მდგომარეობაში საჩხერის პოლიციის შენობა დაცხრილა "მტრების მოგონილია":
_ რა ვქნა, მტრები გვყავს ბევრი სამწუხაროდ. კიდევ ბევრს იტყვიან "ნაციონალები" _ გვითხრა კობახიძემ.
_ ბატონო ზეზვა, ეს ხმები "ნაციონალებმა" გაგივრცელეს?
_ რა ვიცი. ღმერთმა გაუმარჯოს ვინც თქვა, მაგრამ რეალური არ არის. მასეთი ფაქტი არ ყოფილა. მტრები გვყავს ბევრი _ თქვენც, მეც და ქვეყანასაც. იარაღის ტარება არც მიყვარს. აგერ არის იარაღი, ახალი აღებული მაქვს და ერთი ტყვიაც არ არის გასროლილი. როგორ წარმოგიდგენიათ, პოლიციის უფროსი შენობას იარაღს ესვრის? ჩემს ხასიათში, ჩემს ადამიანობაში ესეთი რამე არ ჯდება, _ გვითხრა კობახიძემ.