ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა.
მისივე განმარტებით, დაკავებულ სპეცრაზმელთა საქმეზე მუშაობს როგორც პროკურატურა, ისე – შინაგან საქმეთა სამინისტრო.
„ვინც არის უკანონო დავალების გამცემი, სწორედ მისი პასუხისმგებლობით უნდა დაწყებულიყო გამოძიება და ჩვენ ყველამ ვიცით, ვინც გასცემდა ამგვარ დავალებებს წინა ხელსიუფლების დროს. ესენი იყვნენ პრეზიდენტი და მინისტრი. რაც შეეხება დაკავებულ სპეცრაზმელებს, ამ საკითხზე მუშაობს შინაგან საქმეთა მინისტრი და პროკურატურა", – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.