შალვა აბულაძის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო პირველ საათზე გააკეთებს განცხადებას.
ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელების მკლვლელობაში ეჭვმიტანილი შალვა აბულაძე ბორჯომში, ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში აიყვანეს, სადაც ის იმალებოდა. თვითმხილველების ინფორმაციით, წუხელ გაიმართა დაკავების სპეცოპერაცია და დილით დასრულდა. დაკავებული შალვა აბულაძე ამჟამად თბილისში გადაჰყავთ.