კარგა ხანს კამათობდნენ იმის დასადგენად, მსოფლიოს უგრძესი მდინარე ისევ ნილოსია თუ ამაზონი.
ბრაზილიელი და პერუელი მკვლევრების მონაცემებით, ამაზონის სიგრძე, მის სათავესთან აღმოჩენილი ახალი შენაკადის გათვალისწინებით, 6 992 კმ-ია.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ მდინარის სიგრძის დასადგენად მხედველობაში მიიღება მხოლოდ მდინარის უწყვეტი კალაპოტი და არა დროებითი შენაკადები, კალაპოტის დაჭაობებული მონაკვეთები, არასტაბილური ტბები და ა.შ. საბოლოოდ, ნილოსმა პირველობა შეინარჩუნა.
1. ნილოსი (6 695 კმ) "რეკორდსმენია" არა მხოლოდ სიგრძით, არამედ იმ ქვეყნების რაოდენობითაც, რომელთაც კვეთს. ასეთი კი აფრიკის 10 ქვეყანაა: სუდანი, სამხრეთი სუდანი, ბურუნდი, რუანდა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ტანზანია, კენია, ეთიოპია, უგანდა და ეგვიპტე.
2. ამაზონი პერუს ანდებში იწყება და ბრაზილიაში ატლანტის ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე ცვალებადია – 6 260-დან 6 600 კმ-მდე. ამჟამად მის სიგრძედ მიჩნეულია 6 516 კმ.
3. იანძი აზიის კონტინენტზე უგრძესი მდინარეა, მისი სიგრძე 6 380 კმ-ია.
4. მისისიპი ჩრდილოეთ ამერიკის მდინარეთა ყველაზე დიდი სისტემის მთავარი მდინარეა. სიგრძე მთავარ შენაკად მისურისთან ერთად 6 275 კმ-ია.
5. ენისეი ციმბირში ქმნის მდინარეთა ყველაზე დიდ სისტემას, რომელიც ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ჩაედინება. მისი სიგრძე მთავარ შენაკად ანგარასთან ერთად 5 539 კმ-ია.