“გურია ნიუსი” გთავაზობთ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ლექსს “წარსულ დროს”, წიგნიდან: “გურიაში გურულად” (სტილი დაცულია).
ეს ქვეყანა ვინ დასწყევლა,
არსად მოჩანს საშველი,
გაზი, შუქი, წყალი, ნავთი
დარჩა მოსანატრელი.
საცოდავ ხალხს რა უშველის?
მგონი აღარაფერი.
შიმშილის და სიცივისგან
გულწასული ბავშვები,
ხანში შესულს და მოხუცებს
არ უშველის აფერი.
წარსული დრო ახლა მართლა
დარჩა მოსანატრელი.
ნეტა მართლა ასე მაგრად
ვინ დასწყევლა ქართველი,
რომ ქვეყანას არ ეღირსოს
კარგი აღარაფერი.
მთავრობის და პარლამენტის
მონაყოლი ზღაპრები,
ტყუილების რახარუხის
მოდის კორიანტელი.
რჯული, რწმენა მათ არ აქვთ,
ვინ არიან ვინ იცის?
ზოგი რუსის აგენტია
ზოგიც უცხო პლანეტის.
ყველაფერი გაიყიდა: შენობები, ბაზრები
ტყე, მდინარე, ხიდი, ღელე,
პორტები და ვაგზლები.
დანგრეული შენობები, კაფეები, ბარები,
გავსებული ციხეები, ცარიელი სახლები.
საცოდავ ხალხს რა უშველის?
_ მგონი, აღარაფერი.
ზაზა ურუშაძე (წიგნი დაიბეჭდა 2010 წელს)