(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ჩვენი გაზეთი უკვე წერდა, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში, მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, დაიწყო პირველობა ნარდში. პირველობაში მონაწილეობას 30 მოყვარული მონაწილეობდა. ღონისძიების მსაჯი გახლდათ სპორტის განვითარების ცენტრის სპეციალისტი შმაგი ოსეფაიშვილი. მეორე ტურში სულ 6 მოთამაშე გადავიდა, ფინალში კი ერთმანეთს შეხვდნენ ზურაბ კუტუბიძე (დაბა), ალვერი პაიჭაძე (დაბა), ვახტანგ ბერძენიშვილი (გოგოლესუბანი), ჯემალ ჯინჭარაძე (დაბა).
საინტერესო შეხვედრების შემდეგ ადგილები ასე გადანაწილდა _ პირველი ადგილის მფლობელი გახდა ვახტანგ ბერძენიშვილი, მეორე ადგილზე გავიდა ზურაბ კუტუბიძე, მესამე ადგილი კი წილად ხვდა ჯემალ ჯინჭარაძეს.