ფსიქოლოგი, ”თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარება სირცხვილი არაა, ეს უბრალოდ სიკვდილთან წაგებული თამაშია.
"იმოქმედა ჩემზე ამ დღეებში დამოკიდებულების ცვლილებამ: თავიდან მხოლოდ გლოვა იყო, დღეს კი მსჯელობა და გმობა, რაც მოყვა ინფორმაციის გავრცელებას, ზედოზირებით გარდაიცვალაო და არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია, როგორც ხდება ხოლმე ჩვენშიც და პრინციპში, ზოგადად, ამქვეყნადაც.
ნარკოტიკის მოხმარება სირცხვილი არაა, ეს უბრალოდ სიკდილთან წაგებული თამაშია, სადაც სიკვდილი მაშინაც გამარჯვებულია, როცა ფიზიკურად ცოცხალი რჩება ადამიანი. ნარკოტიკის მოხმარება "ცუდი და უზნეო" ადამიანების "მავნე ჩვევა" არ არის", _ წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.