დღეს, ქალაქ ოზურგეთში "პასქის ფესტივალი" გაიმართა. ფესტივალის ორგანიზატორის, ლია კილაძის თქმით, ღონისძიება მეხუთედ გაიმართა და უკვე ტრადიციული სახე მიიღო. ფესტივალზე პირველი ადგილი ნამცხვრების სახლმა "ტირამისუმ" დაიკავა, მეორე-მესამე ადგილებზე კი "მომავლის სახლი" და #1 საჯარო სკოლის მონაწილეები გავიდნენ.
“გურია ნიუსმა“ “პასქის ფესტივალზე“ “კარმიდამო ჩემის“ კუთხის ორგანიზება მოახერხა. ამ კუთხის მონაწილეებისთვის დაწესდა სპეციალური პრიზები, რომელიც გურიაში აწ გარდაცვლილი ჟურნალისტების ხსოვნას მიეძღვნა. “კარმიდამო ჩემი“ დაჯილდოვდა ნომინაციაში “ნოვატორული კომპოზიციისთვის“.
“გურია ნიუსის“ სპეციალური პრიზი “ორიგინალური პასკისთვის“ გადაეცა ექიმს, ირინა გოგუაძეს, ხოლო “სტუმრის სტატუსით“ პრიზი ზურა ბაუჯაძემ მიიღო..