(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ 15 დეკემბერს, “ლიბერთი ბანკის” ჩოხატაურის ფილიალში პენსიების გაცემა დაიწყო. პატარა ოთახში, სადაც პენსიონერებს ერთადერთი თანამშრომელი ემსახურება, სრული განუკითხაობაა _ მოლარეს ხალხი თავზე ახვევია. რიგში ჭყლეტისას, პენსიის მომლოდინე მოხუცი მამაკაცი უეცრად ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ძლივს გამოიყვანა მდგომარეობიდან. ამ ამბით ძალიან შეწუხებული პენსიონერები კითხულობენ, შეიძლება თუ არა გამოინახოს პენსიის გაცემის ცივილიზებული ფორმა, რომ ხალხი ასეთ სიტუაციაში აღარ ჩავარდეს?
Developed By Web Features 2024 © All rights reserved