ბევრი ფსიქოლოგი იხრება აზრისკენ, რომ ქალის ხასიათის გაგება შესაძლებელია ფილა შოკოლადით.
ქალებს, რომლებიც რძიან შოკოლადს ამჯობინებენ, აქვთ ძლიერი და ნებისყოფიანი ხასიათი. ძალიან ხშირად ძლიერ ნახევარს ეშინია მათი. ასეთი ქალბატონები განსაკუთრებული ხიბლით გამოირჩევიან, ისინი ახალგაზრდა ადამიანებს მოსწონს.
თეთრი შოკოლადის თაყვანისმცემელი ყველაზე ნატიფი და ნაზი ნატურაა. ასეთი ქალები არ ოცნებობენ გამაოგნებელ კარიერაზე, მათვის მთავარი ქალური ბედნიერება და მყუდრო ოჯახია.
ქალბატონები, რომლებსაც უნარი შესწევთ, დათმონ ყველაფერი ახალი შთაბეჭდილებისთვის, ადვილად იღებენ თამამ და ავანტურულ გადაწყვეტილებებს, ჭკუას კარგავენ მწარე შავ შოკოლადზე. ხშირად მათი საქციელი სხვა ქალბატონების შურს ან აღრფთოვანებას იწვევს.