ვიეტნამს ტაიფუნმა “დამრიმ” გადაუარა. _ ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ქვეყნის მასშტაბით 40 000-ზე მეტი სახლი დაზიანდა.
როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 20 კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
გავრცელებული ინფორმაციით, მაშველებმა 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელეს.
მოსახლეობის თქმით, მათ საკმარისი რაოდენობის საკვები და სუფთა წყალი არ აქვთ.