შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე- საბურთალოს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ქურდობის ფაქტებზე 27-ჯერ მხილებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 2003 წელს დაბადებული ს.ს. ქურდობის ბრალდებით დააკავეს, _ აღნიშნულის შესახებ “გურია ნიუსს” შსს-დან აცნობეს.
უწყების განმარტებით, დაკავებულ არასრულწლოვანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მის მიერ ჩადენილი დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე მაღაზია გაქურდა. სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. ს.ს.-მ მის მიერ იმავე დღეს ჩადენილი ორი მაღაზიის გაქურდვის ფაქტიც აღიარა.
გამოძიება ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლით.