27 სექტემბერს ყოფილი საჯარო მოხელეები მარშს გეგმავენ.
“27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა!
ყოფილი და მოქმედი საჯარო მოხელეების ყოველთვიური მარშით ჩვენ პატივს მივაგებთ სამშობლოსთვის თავდადებული გმირების, სასტიკად ნაწამები და დახვრეტილი მოქალაქეების და ომის შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნას!
აფხაზეთი იყო, არის და იქნება საქართველო! ჩვენ დავბრუნდებით!
27 სექტემბერს, 19:00 საათზე, შიო ჩიტაძის 4-ში, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან გელოდებით როგორც ყოფილ და მოქმედ საჯარო მოხელეებს, ასევე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს და მხარდამჭერს!“_ წერია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაში.
































































