27 სექტემბერს თბილისში საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის და თავისუფლების დასაცავად მსვლელობა გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მსვლელობა რუსთაველის ძეგლიდან დაიწყება და პარლამენტთან პროგრამით დასრულდება.
„ 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. 29 წლის წინ რუსეთმა საქართველოს – აფხაზეთი, ათასობით ქართველს კი, სიცოცხლე წაართვა. გენოციდს გამოქცეული ასიათასობით ადამიანი ისევ დევნილია და სახლში ვერ მიდის.
დღეს, უკრაინელების თავგანწირვამ შექმნა ისტორიული შანსი, რომ რუსეთი დამარცხდეს და პოლიტიკურად შეუძლებელი, პოლიტიკურად გარდაუვლად იქცეს – ქართველები შინ დავბრუნდეთ”,_ აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
ღონისძიების ორგანიზატორები არიან: „ევროპული საქართველო“, „ტაბულა“, აფხაზთა კრება, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოება, თავისუფლების ინსტიტუტი, უკრაინელი აქტივისტები საქართველოში“.