ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ საჯარო დისკუსია გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაწეული ადმინისტრაციული ხარჯი საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს, კანონმდებლობა კი, ადმინისტრაციული ხარჯის ცნებას ზუსტად არ განსაზღვრავს.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამ ხარჯში მოიაზრებენ შრომის ანაზღაურებისა და საქონლისა და მომსახურების ხარჯებს.
2015 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დეკლარირებული იქნა ე.წ. ქამრების შემოჭერის პოლიტიკა, რაც ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვას გულისხმობდა. ამავე წლის მარტის ბოლომდე ყველა სახელმწიფო უწყებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის უნდა წარედგინა ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის გეგმა.
ქალაქ ოზურგეთის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯის ოდენობა, მისი მიზანშეწონილობა, „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკა და მისი შედეგები განიხიეს დისკუსიაზე, რომელშიც მონაწილეობა მიიღესოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ხინთიბიძემ, საკრებულოს დეპუტატმა გოჩა ძიმისტარიშვილმა.
დისკუსია ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.