ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში, მოსახლეობა აქციას მართავს. ისინი სოფელ მერიასსა და დაბა ლაითურს შორის დამაკავშირებელი ხიდის აღდგენას ითხოვენ. ასევე, წყალს, რადგან მათ უკვე წლებია სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, და დაკარგული მიწების დაბრუნებას, რომელიც რამდენი წლის წინ ინვესტორმა ჩამოართვა.
აქციაზე იმყოფება უფლებადამცველი თემურ ბაკურიძე.aqcia
აღნიშნულის შესახებ ვრცელ მასალას, მოგვიანებით შემოგთავაზებთ.