საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე, საქართველოს ორი მოქალაქე, ალექსანდრე პაპუკიშვილი და ქართლოს ცოხნიაშვილი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა სამხრეთ ოსეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, ფარულად გადმოიტანეს და შიდა ქართლის ტერიტორიაზე, ქართული აქციზური მარკის გარეშე, გადაზიდეს და გაასაღეს, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 62 969 ლარის ღირებულებიოს 285 ერთეული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირადღირებული ალკოჰოლური სასმელი „ჰენესი“
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე 200 მუხლის მე- 2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტითა და მე – 3 ნაწილით, რაც ითავალისწინებს 6 დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას