კიევში დღეს დილიდან უკრაინის მხარდამჭერი საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა. მას ევროკომისიის პრეზიდენტი ჟანკლოდ იანკერი და ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. მათ შორის ლატვიის პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ასევე გერმანიის, დანიის, მაკედონიის, სლოვენიის , ჩეხეთის და სხვა ქვეყნების სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლები.
კიევში 50-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაციაა ჩასული. კონფერენციაზე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო წარმოადგენს. კონფერენცია ქვეყნის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და პრემიერმა არსენ იაცენიუკმაგახსნეს. უკრაინულმა მხარემ მადლობა გადაუხადა მეგობარ ქვეყნებს დახმარებისთვის , მათ შორის საქართველოსაც.
საქართველო იმ ქვეყნების სამეულში შედის, ვინც ჰუმანიტარული მისიით ყველაზე მეტად დაეხმარა უკრაინას. უკრაინის მეგობარი ქვეყნები კონფლიქტის შედეგად დაზარალებული რეგიონების აღდგენა-რეაბილიტაციაზე, აგრარულ რეფორმაზე, საინვესტიციო გარემოსა და ენერგო-ეფექტურობაზე მსჯელობენ.