ჩემპიონატი 10 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და მასში 10 ქვეყნის უძლიერესმა გუნდმა მიიღო მონაწილეობა.
აღნიშნულ ჩემპიონატზე საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები გუნდის 5 წევრიდან 2 ბათუმელი სპორტსმენია: სალომე მელია და ნინო ბაციაშვილი.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრებისთვის ეს პირველი გამარჯვებაა, აქამდე 2011 წელს ეროვნულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
2011 წელს სალომე მელია თავის დაფაზე პირად ასპარეზობაში ოქროს მედლის მფლობელი გახდა, ამავე წელს მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას სალომე იცავდა, ეხლა კი მას ნინო ბაციაშვილი შეუერთდა.
ქალთა შორის მსოფლიო გუნდური ჩემპიონატი 2007 წლიდან ყოველ ორ წელიწადში ტარდება. საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო შედეგად აქამდე 2013 წელს, ყაზახეთის ქალაქ ასტანაში დაკავებული მესამე ადგილი ითვლებოდა. საგულისხმოა, რომ საწყისი სამი ჩემპიონატი სწორედ ჩინელებმა მოიგეს, 2013 წელს გამართული მე-4 მსოფლიო პირველობა კი უკრაინელთა ტრიუმფით დასრულდა.
I ტური: საქართველო 2:2 რუსეთი
II ტური: საქართველო 4:0 ეგვიპტე
III ტური: საქართველო 2,5:1,5 პოლონეთი
IV ტური: საქართველო 3:1 ყაზახეთი
V ტური: საქართველო 2,5:1,5 უკრაინა
VI ტური: საქართველო 3:1 აშშ
VII ტური: საქართველო 2,5:1,5 ინდოეთი
VIII ტური: საქართველო 3:1 სომხეთი
IX ტური: საქართველო 2,5:1,5 ჩინეთი
გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმაც.