(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, 22 დეკემბერს გაჩენილი ხანძრის შედეგად ქათმის ფერმა დაიწვა.
ხანძარი ისე სწრაფად გავრცელდა, რომ თანამშრომლებმა ფრინველების გადარჩენა ვეღარ მოახერხეს, რის შედეგადაც დაახლოებით, 1 000-მდე შინაური ფრინველი ცეცხლში ჩაიწვა. როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის უფროსმა ვარდენ რუსიეშვილმა უთხრა, სახანძრო სამსახურში მომხდარის შესახებ შეტყობინება 15 საათსა და 27 წუთზე შევიდა: “გამოძახების ადგილზე ერთი ბრიგადა გავიდა. ხანძარი მოდებული იყო სახურავზე, დაახლოებით 180 კვადრატულ მეტრზე. მიუხედავად ამისა, ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა”, _ გვითხრა რუსიეშვილმა.