https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

    “ეს ომი მხოლოდ მაშინ დასრულდება, როდესაც…” _ ფრიდრიხ მერცი უკრაინაში ომის დასრულებაზე

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“ნებაყოფლობით დავთანხმდი საპროცესო გარიგებას. რაიმე ზეწოლას, იძულებას ან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია”

2:12; 26.12.2011
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

“განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს საპროცესო გარიგების პროცედურას, რომელიც სისხლის სამართლის საქმეებში ძალზე ფართოდ გამოიყენება საქართველოში. რამდენიმე ფაქტორის ერთობლიობას, კერძოდ, პატიმრობის ძალზე მაღალ მაჩვენებელს, მკაცრი სასჯელების პოლიტიკასა და მართლმსაჯულების აღსრულების მიმართ მოსახლეობის დაბალ ნდობას, ნამდვილად შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბრალდებულზე და მან, უდანაშაულობის შემთხვევაშიც კი, ბრალი აღიაროს, რაც მართლმსაჯულების სამართლიანობის პრინციპის დარღვევას გამოიწვევს… ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სისხლის სამართლის სფეროში აღინიშნებოდა გამამართლებელი განაჩენების განსაკუთრებით დაბალი მაჩვენებელი. ოფიციალური მონაცემებით 2010 წლისთვის გამამართლებელი განაჩენების საშუალო მაჩვენებელი პირველი ინსტანციის სასამართლოებში იყო 0.2%, ხოლო პირველი ინსტანციის თბილისის საქალაქო სასამართლოში გამამართლებელი განაჩენების მაჩვენებელი კიდევ უფრო დაბალი _ 0.04% იყო”, _ ეს სიტყვები ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებების კომისარს თომას ჰამარბერგს ეკუთვნის. კომისართან შეხვედრებისას, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ გამამართლებელი განაჩენების დაბალი მაჩვენებელი იმით აიხსნება, რომ პროკურორები სასამართლოს კარგად დასაბუთებულ და კარგად მომზადებულ საქმეებს წარუდგენდნენ.

კომისარი სთხოვს ხელისუფლებას, “ფრთხილად მოეკიდოს იმ გაზრდილ უფლებამოსილებას, რომელსაც პროკურატურა საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პროცესში ახორციელებს.”

სამთვიანი დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, ოზურგეთის ყოფილ გამგებელს გიორგი ტაკიძესა და პროკურატურას შორის საპროცესო გარიგება შედგა.

22 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ტაკიძემ ბრალი სრულად აღიარა და 2011 წლის მიწურულს, საპროცესო გარიგებების გრძელ ნუსხას კიდევ ერთი საქმე შეემატა.

ბოლო პროცესი ერთადერთი გამონაკლისი იყო, რომელზეც გიორგი ტაკიძემ განცხადება გააკეთა. მანამდე იგი დუმილის უფლებას ინარჩუნებდა. მას შემდეგ, რაც მოსამართლემ ლელა ნოზაძემ ჰკითხა, რა გარემოებაში დათანხმდა ის საპროცესო გარიგებას, ხომ არ იყო მასზე რაიმე სახის ზეწოლა ან შანტაჟი, ტაკიძემ უპასუხა: “შუამდგომლობას ვეთანხმები და ვაცხადებ, რომ ნებაყოფლობით დავთანხმდი საპროცესო გარიგებას, ჩემს მიმართ რაიმე ზეწოლას, იძულებას ან შანტაჟს ადგილი არ ჰქონია.”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი ტაკიძე, საქართველოს მთავარი პროკურატურის ანტიკორუფციული დეპარტამენტის თანამშრომლებმა საკუთარ სახლში, 4 აგვისტოს, დილის საათებში აიყვანეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას დიდი ოდენობით ქრთამის აღება და 180 000 ლარის მითვისებაში თანამონაწილეობა ედება ბრალად. ქრთამის მიღების სანაცვლო, როგორც ამას დასუფთავების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, მერაბ კურდღელაშვილი აღიარებით ჩვენებაში ამბობს, 1 100 000 ლარის მომსახურების შესყიდვაზე ხელშეკრულების გაფორმების ლობირება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გიორგი ტაკიძეს ბრალი 338-ე მუხლით წაუყენეს.

22 დეკემბერს გამართულ სხდომაზე კი მან აღიარა დიდი ოდენობით ქრთამის აღება.

მიუხედავად ამ აღიარებითი ჩვენებისა, პროკურატურა მის მიმართ არც ისე ლოიალური აღმოჩნდა _ ყოფილ გამგებელს სასჯელის ზომად 2 წელი და 6 თვე შეეფარდა, საპროცესო შეთანხმების თანხად კი 25 000 ლარი განესაზღვრა

რაც შეეხება დასუფთავების სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, მერაბ კურდღელაშვილს, ის გაცილებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში აღმოჩნდა _ 1 წელი პირობითი და 5 000 ლარი საპროცესოს სანაცვლოდ.

როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილების შესახებ წინასწარ იცოდნენ ტაკიძის ოჯახის წევრებმა, რადგან დაძაბულობა პროცესის დაწყებამდეც შეიმჩნეოდა. სხდომის დაწყებამდე გიორგი ტაკიძის დედა რამდენჯერმე გახდა ცუდად. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა ტაკიძის მეუღლეც.

მერაბ კურდღელაშვილის გამოჩენისთანავე სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და ტაკიძის ახლობლებისკენ ზურგით მდგომ კურდღელაშვილს არაერთი რეპლიკის მოსმენა მოუხდა:

“მე მოძღვარს შევპირდი, რომ შეგინდობდი და ჩემგან შენდობილი გაქვს ეგ ცოდვა, იცოდე. შეგინდე და გაპატიე ჩემი შვილის ამ დღეში ჩაგდება. შენ როგორ დადიხარ მაგხელა ცოდვით, თორემ, ჩემს შვილს რა უჭირს, იქედანაც კაცად გამოვა…” _ ტაკიძის დედის ამ სიტყვების გაგონებამ კურდღელაშვილი ისე ძალიან გაანერვიულა, რომ ადვოკატს სთხოვა, სასწრაფოდ გაერიდებინა იქაურობისთვის.

უკვე დარბაზში შესულ ტაკიძის ოჯახის წევრებსაც არაერთი გაფრთხილება მისცა მოსამართლემ იმასთან დაკავშირებით, რომ თავშეუკავებლობის ან ზედმეტი ემოციურობის შემთხვევაში, იქაურობას დაატოვებინებდნენ.

კურდღელაშვილისთვის დაკისრებული მცირედი თანხა და სასჯელი რომ მის პროკურატურასთან აქტიურ თანამშრომლობას უკავშირდებოდა, ეს ყველასთვის ნათელი იყო. მაგრამ მოსამართლისთვისაც კი გაუგებარი აღმოჩნდა პროკურორის გადაწყვეტილება კურდღელაშვილთან დაკავშირებით, როდესაც აღმოაჩინა, რომ პროკურორი მისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევასაც კი არ აპირებდა.

“ბატონო პროკურორო, 182-ე მუხლი, რომელიც კურდღელაშვილს აქვს ბრალად წაყენებული, ამავე დროს ითვალისწინებს საქმიანობის უფლების ჩამორთმევას და არ ჩამოართმევთ საქმიანობის უფლებას?” _ გაოცებული სახით ჰკითხა მოსამართლემ პროკურორს. პროკურორმა, თავისი პასუხი მხოლოდ თავის გადაქნევით ანიშნა, არაო.

მიუხედავად უდიდესი გაოცებისა, მოსამართლე აღარ ჩაძიებია პროკურორს და სხდომა დახურულად გამოაცხადა.

პირველი, ვინც სხდომიდან სწრაფი ნაბიჯებით გამოვიდა და ფაქტობრივად, სირბილით ჩაირბინა კიბეები, სწორედ კურდღელაშვილი იყო. იმდენად ჩქარობდა ტაკიძის ახლობლებისგან გაცლას, რომ საბუთზე ხელის მოწერაც კი დაავიწყდა. სწორედ მაშინ შეხვდა ის ტაკიძის დედას პირისპირ, როდესაც ადვოკატმა სასამართლოს ეზოდან უკან მოაბრუნა.

“არც კი შეგრცხვეს, არ შეგაწუხოს ნამუსმა და კაცობამ, ისე ჩამიარე გვერდით! ჩემზე დაწერეს, თითქოს მე გცემე, ნეტავ მართლა მეცემე! როგორ აპირებ ცხოვრებას ამხელა ცოდვით?” _ ასეთი სიტყვებით მიმართა ტაკიძის დედამ კურდღელაშვილს.

გიორგი ტაკიძის ოჯახისთვის საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა ის გადაწყვეტილება, რაც ამდენხნიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო პროკურატურამ. ისინი ერთწლიან სასჯელს ელოდებოდნენ და ვარაუდობდნენ, რომ ბრალის მთლიანად აღიარების შემდეგ, პროკურატურა ამ პირობას აუცილებლად გაითვალისწინებდა.

ამ შედეგით არც ისე კმაყოფილი ჩანდა გიორგი ტაკიძის ადვოკატი მირდატ ქამადაძეც. ის წინა სხდომებზე “გურია ნიუსთან” საუბრისას აცხადებდა, რომ პროცესი ამდენი ხანი იმიტომ იწელებოდა, პროკურატურასთან საუკეთესო პირობებზე რომ შეჯერებულიყვნენ.

_ ბატონო მირდატ, კმაყოფილი ხარ დღევანდელი პროცესით _ საპროცესო გარიგების იმ პირობით, რაზეც ხელი მოაწერეთ?

_ უკმაყოფილო არ ვარ, მაგრამ შეიძლებოდა უფრო უკეთესი პირობებიც გვქონოდა. თუმცა, მოსალოდნელ სასჯელთან შედარებით, ეს საუკეთესო გამოსავალია.

_ უკეთეს პირობებს რაც შეეხება, კურდღელაშვილს ჰქონდა თქვენზე ბევრად უკეთესი და რატომ აღმოჩნდით ასეთ არათანაბარ პოზიციაში?

_ ჯერ ერთი, იმიტომ, რომ კურდღელაშვილს სხვა მუხლი ჰქონდა, ჩვენ _ სხვა და მეორეც, მშვენივრად იცით, რომ კურდღელაშვილმა ითანამშრომლა პროკურატურასთან საკმაოდ მაღალი ხარისხით და ტაკიძის წინააღმდეგ ჩვენებაც მან მისცა.

_ როგორც კურდღელაშვილის ადვოკატმა გაგვიცხადა წინა პროცესზე, მისი დაცვის ქვეშ მყოფს ციხეში მოასმენინეს აუდიოჩანაწერი, რის შემდეგაც არანაირ უარყოფას აზრი აღარ ჰქონდა. ტაკიძემაც ამ ჩანაწერის მოსმენის შემდეგ ხომ არ გადაწყვიტა ყველაფრის აღიარება? იქნებ ახლა მაინც გვითხრათ, რა ჩანაწერზეა საუბარი.

_ სამწუხაროდ, ვერანაირი ჩანაწერის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან მისი გამოკვლევა არ მომხდარა. საქმე საპროცესო გარიგებით დასრულდა და რადგან არსებით განხილვაზე არ გადავსულვართ, არც მტკიცებულებების სასამართლო მოკვლევა მომხდარა.

_ რით ახსნით იმ ფაქტს, რომ პროკურორმა კურდღელაშვილისთვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევაც კი არ მოითხოვა? სსკ-ს 182-ე მუხლი პირდაპირ ითვალისწინებს ამას.

_ გასაგებია, რომ კანონი ითვალისწინებს, მაგრამ რადგან აქ საქმე გვქონდა მორიგებასთან, ეს პროკურორის გადასაწყვეტი იყო უკვე და როგორც ჩანს, მასე გადაწყვიტა.

სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, 2010 წელს 16 641 საქმიდან 13 345 საპროცესო გარიგებით არის დასრულებული. გამამართლებელი განაჩენი კი, მხოლოდ 7 პირზეა დამდგარი. არც ეს წელია გამონაკლისი და ამ წლის ზუსტ სტატისტიკას მხოლოდ იმიტომ არ ვასახელებთ, რომ წლის ბოლომდე ის აუცილებლად შეივსება ახალ-ახალი საპროცესო გარიგებებით.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22 თებერვალი, 2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22 თებერვალი, 2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21 თებერვალი, 2026
სამართალი

ივანე გოგლიძეს, რომელსაც ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის წარმოება-გასაღებაში ედება ბრალი, პატიმრობა შეეფარდა

16:59; 21 თებერვალი, 2026

სილაურში ქათმის ფერმა დაიწვა

ჯანდაცვის რეფორმა: ფასები _ ძვირი, ხელფასი _ მიზერული, შედეგი _ ლეტალური!

ყველა სიახლე

საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21.02.2026
სპორტი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაამარცხა

17:06; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო