https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

    ბრიტანულმა პოლიციამ ყოფილი პრინცი ენდრიუ დააკავა

    ნაპოვნია ზვავის შედეგად დაღუპული რვა მოთხილამურის ცხედარი, რომელთა ამოყვანაც ჯერ ვერ ხერხდება – ტრაგედიის დეტალები (უცხოეთი)

    დღეს ვაშინგტონში „მშვიდობის საბჭოს“ პირველი სამიტი გაიმართება

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ჯანდაცვის რეფორმა: ფასები _ ძვირი, ხელფასი _ მიზერული, შედეგი _ ლეტალური!

2:12; 26.12.2011
სამართალი
Share on FacebookShare on TwitterEmail

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ “შედიხარ თუ არა საავადმყოფოში, ვაჭრობას გიწყებენ _ პოლისი გაქვს? ფული გაქვს? ჯანმრთელი ბავშვი 5 წუთში მოგვიკლეს. ჟანგბადით გაგუდეს, ყავის დასალევად იყვნენ გასულები, რეანიმაციაში 2 ბავშვი ჰყავდათ და ესენი ყავას სვამდნენ, ალბათ, სერიალსაც უყურებდნენ და დაავიწყდათ აპარატზე შეერთებული პაციენტები… გვერდით იყო ის საწყალი 12 წლის ბიჭი, ისიც დაიღუპა მეორე დღეს. ჩვენი ბავშვი რომ დაგვეღუპა და ავტეხეთ კივილი, იმ საწყალმა ბავშვმა თავად მოიხსნა ჟანგბადი… ეს საავადმყოფო დასახურია!” _ ამბობენ გარდაცვლილი ბავშვის ოჯახის წევრები.

ლანჩხუთის მიხეილ ჩაჩავას სახელობის სამედიცინო ცენტრში ორი დღის მანძილზე 2 ბავშვი გარდაიცვალა. 6 თვის ჩვილის ახლობლები მედპერსონალს ადანაშაულებენ _ მათ საავადმყოფოს მინები დალეწეს. ვითარება იმდენად რთული იყო, პოლიციის ჩარევა გახდა საჭირო. ეს წელს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ცენტრს ადამიანის დაღუპვაში ადანაშაულებენ _ გია ორაგველიძის გარდაცვალებაში ოჯახმა ხელი მთავარ ქირურგს დაადო. ამის შემდეგ ექიმმა საავადმყოფო დატოვა. სხვათა შორის, საავადმყოფო მანამდე პროფესიონალმა ექიმებმა დატოვეს, მათ შორის პროფესორმა მალხაზ მირცხულავამ _ მიზეზი საავადმყოფოში შესული ახალი კომპანიის “ადიტტის” პოლიტიკა გახდა, რომელმაც მომსახურების ფასები გაზარდა, ხოლო მედპერსონალს მიზერულ ანაზღაურებაზე მუშაობა განუსაზღვრა.

“საავადმყოფოში მოყვანამდე მშობლებმა პატარა უბნის ექიმს აჩვენეს, რომელმაც მათ ურჩია, რომ ბავშვი საავადმყოფოში მიეყვანა. მეორე დღეს, 15 საათისთვის მოიყვანეს საავადმყოფოში, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის გახლდათ. ბავშვის მკურნალი ექიმი ნონა მურვანიძე გახლდათ, ჩაუტარდა შესაბამისი პროცედურები. პატარას რაიმე საგანგაშო მდგომარეობა არ ჰქონია. დაახლოებით 9-ის წუთებისთვის პაციენტი, სამწუხაროდ, გარდაიცვალა. თუ რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. სწორედ ამის შემდეგ შეგვეძლება საუბარი იმაზე, თუ რა გახდა პატარას გარდაცვალების მიზეზი,” _ გვითხრა წინა კომენტარისას სამედიცინო ცენტრის დირექტორმა თინათინ გოგუაძემ.

აი, რას ამბობენ გარდაცვლილი პატარას ბებია-ბაბუა _ ბიძინა და ნანა ქურიძეები: _ თურმე ამბობენ, უბნის ექიმმა გამოუშვა და ესენი 2 დღით გვიან მოვიდნენო. ესაა ტყუილი, რომელმა ექიმმა გამოგვიშვა საავადმყოფოში? ან გოგუაძე რომ აკეთებს კომენტარებს, სად იყო იქ გოგუაძე? ვინც იყო, რა გაგვიკეთეს? დაგვაქციეს და დაგვანგრიეს, გაზრდილი ბავშვი მოგვიკლეს… თავს იმართლებენ ახლა… ბავშვი აცრაზე მივიყვანეთ უბნის ექიმთან ქეთევან ლიპარტელიანთან, რომელმაც გამოუწერა ხველის წამლები და აცრა გადადო, დავაკვირდეთო. როცა გართულდა მდგომარეობა, დავურეკეთ და გვითხრა _ მე თბილისში ვარ, საავადმყოფოში მიიყვანეთ და დამირეკეთ, რა გითხრანო. მივიყვანეთ საავადმყოფოში. მკურნალი ექიმი იყო ნონა მურვანიძე, მან ჩაუტარა პროცედურები, ბავშვი მომჯობინდა. როცა ჟანგბადზე პირველად შეაერთეს და ექთანი გარეთ გამოვიდა, მურვანიძემ უთხრა _ ერთი წუთით ყურადღება არ მოადუნოო. საღამოს, როცა ექიმი სახლში წავიდა, ბავშვი ისევ შეაერთეს აპარატზე. ექთანი გავიდა, ვიღაცამ დაუძახა ყავაზე… ეტყობა სერიალსაც შეხედა, გაილაპარაკ-გამოილაპარაკა, ამ დროს რეანიმაციაში ჰყავდათ 2 მძიმე ავადმყოფი. 2-3 წუთმა გადაწყვიტა ბავშვის ბედი… მე რა ვიცოდი, რა ჭირდა ბავშვს, თურმე, ზედმეტი მოუვიდა ჟანგბადი და ფილტვები გაუხეთქეს. ასე მომიკლეს ბავშვი, ჯანმრთელი ბავშვი, ერთხელ რომ ავად არ გვყოლია…

_ დაღუპვის მიზეზი ექსპერტიზამ დაადგინა თუ ეს თქვენი ვარაუდია?

_ რად მინდა ექსპერტი? სხვას რას იტყვის ექსპერტი, იქ არ ვიყავით? ჩემი თვალით არ დავინახე, უყურადღებობით რომ მომიკლეს ბავშვი? გვერდით იყო ის საწყალი 12 წლის ბიჭი, ისიც დაიღუპა მეორე დღეს. ჩვენი ბავშვი რომ დაგვეღუპა და ავტეხეთ კივილი, იმ საწყალმა ბავშვმა თავად მოიხსნა ჟანგბადი… ეს საავადმყოფო დასახურია! შედიხარ თუ არა, მიდის ვაჭრობა _ ფული გაქვს? პოლისი გაქვს? ფულზე არ ვლაპარაკობდით, ყველაფერს გავყიდდით, მაგრამ მაგათმა ყავამ და უყურადღებობამ დამღუპა. ნონა მურვანიძეც დაღუპეს, მან ბავშვი გამოიყვანა მდგომარეობიდან, მაგრამ მისი მაინც უკმაყოფილო ვარ _ ქუთაისში გადავიყვან-მეთქი, ჩემივე ხარჯებით, მაგრამ არ სჭირდებაო. აი, თუ არ სჭირდებოდა! ნორმალური ექიმები გაუშვეს და ახლა მხოლოდ ფულის შოვნაზე არიან გადასულები. გია ორაგველიძის დაღუპვა ვისაც ბრალდებოდა, ის ექიმი აქედან ხომ გაუშვეს, ქუთაისში არ შემხვდა საავადმყოფოში?! ესაა სამართალი? ჩვენ აწი არაფერი გვშველის, მაგრამ სხვა რომ არ ჩავარდეს ასეთ დღეში, ამისთვის ვიბრძვი, ბოლომდე მივიყვანთ ამ საქმეს… “იავნანამ” სახლი უყიდაო, რომ ამბობენ, თავად რა გაგვიკეთეს 9-შვილიან ოჯახს? ამ 8 წელიწადში გამგეობა ერთხელ არ დაგვხმარებია… შევარდნაძის დროს ლანძღავენ და მაშინ იმდენ საკვებს გვაძლევდნენ, იქით ვურიგებდით სხვებს. ახლა არც სოციალურ და არც მრავალშვილიანის დახმარებას არ ვიღებ. სოციალური იცით, რატომ მომიხსნეს? თურქეთში დავდივარ თურმე სამუშაოდ! თურქეთი კი არა, სულ არ მეუხერხულება იმის თქმა, რომ ბათუმიც კი არ ვიცი, სად არის! 9 შვილის დედას თურქეთში წასასვლელად სცალია? ახლა იმისაც მეშინია, შვილებმა შურისძიების მიზნით რამე უბედურება არ ქნან, ისინიც სამწყემსავი გამიხდა. ჩემი ოჯახის უბედურებას არავის შევარჩენ! გამოძიება დაწყებულია და ბოლომდე მივყვებით!

_ ამჟამად რა ხდება გამოძიების კუთხით?

_ იკვლევენ, ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემთვის წინასწარვე ნათელია ეს დასკვნა! მე ვიყავი იქ და მე ვიცი, რაც მოხდა. ჩვენება მე და ჩემმა მეუღლემ უკვე მივეცით, ასევე ბავშვის მშობლებმა. დღესაც დაბარებული ვართ. კატეგორიულად ვაცხადებ, ბოლომდე მივყვები ამ საქმეს. ექიმებით დაწყებული, სანიტრით დამთავრებული ყველა პასუხს აგებს; ვიცი, სანიტარს არ დაიჭერენ, მაგრამ ხალხმა გაიგოს _ ვისთან აქვთ საქმე, როცა საავადმყოფოში მოხვდებიან!

ლანჩხუთის გამგეობა წაყენებულ ბრალდებას, რომ მრავალშვილიან ოჯახს არ დახმარებია, უარყოფს. “გაცნობებთ, რომ ნანა ქურიძე 2007, 2008, 2009 და 2010 წლებში მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური დახმარების პროგრამით ყოველთვიურად იღებდა მრავალშვილიანების (ერთ ბავშვზე 25 ლარი) დახმარებას. რაც შეეხება სოციალური დახმარების მიღებას, აღნიშნული საკითხი სოციალური მომსახურებისა და სუბსიდირების სააგენტოს პრეროგატივაა,” _ აღნიშნულია საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის სამსახურის მიერ გაკეთებულ კომენტარში.

ჩვენ ნანა ქურიძეს ისევ დავუკავშირდით და გამგეობის განცხადება გავაცანით, რაზეც გვიპასუხეს, რომ “მრავალშვილიანის დახმარებას ისინი გამგეობის დახმარებად არ თვლიან, რადგან ასე ყველა მრავალშვილიანს ეხმარებოდნენ”.

მიხეილ ჩაჩავას სამედიცინო ცენტრში ექსპერტიზის დასკვნამდე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ და მხოლოდ ეს გვითხრეს: “უპირველესად, ვწუხვართ ბავშვის დაღუპვის გამო. თუ რა გახდა უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს. მანამდე კი შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ მედპერსონალის მხრიდან ყველაფერი იყო გაკეთებული. იმ დღეს იმდენი მძიმე ავადმყოფი შემოგვივიდა, რომ პერსონალს ყავის დასალევად ნამდვილად არ ეცალა! ამას პაციენტთა ახლობლებიც დაადასტურებენ. ვერც სერიალს უყურებდა ვინმე, რადგან ტელევიზორიც არ დგას. გვესმის ოჯახის მდგომარეობაც, მაგრამ უყურადღებო დამოკიდებულებაში ჩვენი დადანაშაულება არ არის სწორი…”

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22 თებერვალი, 2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22 თებერვალი, 2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22 თებერვალი, 2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21 თებერვალი, 2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაშავდა

17:17; 21 თებერვალი, 2026

მრავალ, მრავალ ახალ წელს!

ადაპტირებული გარემო

ყველა სიახლე

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

15:53; 22.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ავტობანზე _ შეფერხებულია დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიმავალი გზა

15:22; 22.02.2026
საზოგადოება

“უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა… გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანია… ნათესავები არიან”

12:39; 22.02.2026
საზოგადოება

როდიდან დაიწყება საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში

11:48; 22.02.2026
სამართალი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაიწვა, მათგან ორი არასრულწლოვანია

11:43; 22.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს  და მის დედას სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა”

11:36; 22.02.2026
ზაფრანი

„ხანძარი“

11:28; 22.02.2026
სპორტი

მესხის ფინტი

11:25; 22.02.2026
ზაფრანი

„კაპუტ, კაპუტო…“

11:21; 22.02.2026
ზაფრანი

„ავტოგრაფი“

11:18; 22.02.2026
საზოგადოება

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

10:22; 22.02.2026
სამართალი

“ეს რა ვნახე”- მძიმე ავარიის დეტალები

18:36; 21.02.2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21.02.2026
ზაფრანი

ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ზოდიაქოს ნიშნები

18:16; 21.02.2026
საზოგადოება

რას ამბობს ნიკო კვარაცხელიას საქმის სულხან თამაზაშვილი, რომელიც თბილისის პოლიციის უფროსი იყო

17:41; 21.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო