გურია ნიუსის" ინფორმაციას, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის პოსტზე ნიკოლოზ გელაშვილის კანდიდატურა განიხილება გრძელიშვილი ფეისბუქით პასუხობს:
_ მეგობრებო! იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან ბევრი, მათ შორის ჟურნალისტები, დაინტერესებულნი არიან გაარკვიონ ჩემთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ჩემი მისამართით იყო შემოთავაზება გარემოს დაცვის მინისტრად დანიშვნაზე, სიმართლეს არ შეესაბამება და მსგავს შემოთავაზებას ადგილი არ ჰქონია და არც ამის სურვილი გამომიხატავს.
სამწუხაროა, რომ გავრცელებულ ინფორმაციებში არ შეესაბამება ბევრი რამ სიმართლეს. მე მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ვემსახურები ჩემს ქვეყანას და ამას კვლავაც გავაგრძელებ როგორც რიგითი ჯარისკაცი იმ გუნდში, რასაც "ქართული ოცნება ჰქვია", _ წერს გელაშვილი.
აღსანიშნავია, რომ "გურია ნიუსი" გელაშვილს რამდენჯერმე დაუკავშირდა, თუმცა მან არც ჩვენს სატელეფონო ზარებს და არც სმს შეტყობინებებს პასუხი არ გასცა.
ამავე თემაზე: გარემოს დაცვის მინისტრად ნიკოლოზ გელაშვილის კანდიდატურა განიხილება