ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ოთარ დანელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, მინისტრობის კანდიდატებთან დაკავშირებით კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა კონკრეტული პირების შესახებ განცხადებას თავად პრემიერი-მინისტრი გააკეთებს.
"კონსულტაციები მიმდინარეობს, ბუნებრივია, მე ვერ გეტყვით ვინ იქნებიან მთავრობის ახალ შემადგენლობაში. კანდიდატების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს ან ხვალ თავად პრემიერ-მინისტრი გააკეთებს", – განაცხადა ოთარ დანელიამ და დასძინა, რომ მთავრობის ახალ შემადგენლობაში ის რჩება.
"ჩემს თავს როგორც მთავრობის ახალ შემადგენლობაში, ისე ზოგადად გუნდში ვხედავ", – აღნიშნა დანელიამ, რომლის აზრითაც, აუცილებელია პარლამენტმა მთავრობას ნდობა რაც შეიძლება მალე გამოუცხადოს, ვინაიდან სამინისტროებს სხვადასხვა სახის აქტივობები აქვთ დაგეგმილი.