(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ბათუმში სახელმწიფო ანსამბლ “ბათუმის” 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ვარსკვლავი გაიხსნა, სადაც მიწვეულ სტუმართა შორის, ოზურგეთის კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლი “შვიდკაცა” და ტრიო “შალვა ჩემო” იყვნენ, რომლებმაც პოპულარული ქართული სიმღერები შეასრულეს.
საღამო-კონცერტში ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი, სახელმწიფო კაპელა და “ქართული ხმების” ახალი და ძველი წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
კონცერტის დასარულ, კონცერტში მონაწილე ყველა ამსამბლმა ერთად შეასრულა “ჩაკრულო”.