"2014 წელს საქართველოს ეკონომიკა იყო ყველაზე მზარდი არა მხოლოდ რეგიონში, არამედ მთელს ევროპაში", _ ეს განცხადება ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა "თბილისი მარიოტში" "მოქალაქის" და "საზოგადოება 20–30"-ის ორგანიზებით მიმდინარე ეკონომიკური კონფერენციაზე გააკეთა.
"თუ არ გჯერათ ჩემი შეფასების, ყველა საერთაშორისო შეფასება სინჯეთ და ნახეთ. დღესაც კი როდესაც ლარი განიცდის დევალვაციას, რაც რა თქმა უნდა ხიფათს შეიცავს ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის, ამ შემთხვევაშიც სწორი ანალიზი უნდა გაკეთდეს, რა არის რეალური მიზეზები", _ განაცხადა ივანიშვილმა, რომელიც მიიჩნევს, მთავრობას არ აქვს ყველაფრის შესაძლებლობა და მას არ შეუძლია რეგიონში მიმდინარე პროცესებზე ან საწვავის ფასებზე გავლენა იქონიოს.
"მე როდესაც ვსაუბრობდი, რომ ჯიბეზე ვიგრძნობდით მე ვგულისხმობ და ვგულისხმობდი, რომ შევქმნიდით ამისთვის პირობებს . მეკამათეთ იმაზე თუ რის საფუძველზე შეიძლება განვითარდეს ეკონომიკა და არ გაკეთდა", _ განაცხადა ივანიშვილმა.