2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729,5 ათასი კაცი შეადგინა. ეს მონაცემი ეფუძნება 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარ შედეგებსა და 2014 წლის ბოლო 2 თვის საერთო მატების (ბუნებრივი მატება და მიგრაციული სალდო) ჯამს.
ქვეყნის მოსახლეობის 57,4 პროცენტი (2 140,4 ათასი კაცი) – ქალაქად, ხოლო 42,6 პროცენტი (1 589,2 ათასი კაცი) სოფლად ცხოვრობს.
2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით მოსახლეობის 47,7 პროცენტი (1 778,5 ათასი) მამაკაცია, ხოლო 52,3 პროცენტი (1 951,0 ათასი) – ქალი. მოსახლეობის რიცხოვნობა აღწერათაშორის (2002-2014 წლებში) პერიოდში 14,7 პროცენტით შემცირდა. ეს ცვლილება აისახა მოსახლეობის სქესობრივ ასაკობრივ სტრუქტურაზეც. ამ პერიოდის
განმავლობაში კაცების წილმა 0,5 პროცენტული პუნქტით მოიმატა, ქალების წილმა კი, შესაბამისად, დაიკლო.
რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, აქ ცვლილება არაერთგვაროვანია. 0-4 წლის ასაკის ჯგუფის მოსახლეობის მატება განპირობებულია 2009 წლიდან ორივე სქესის ცოცხლად.
დაბადებულთა რიცხოვნობის მკვეთრი მატებით. ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა 50-59 წლის ასაკობრივ ჯგუფებში როგორც კაცებში, ისე ქალებში, ხოლო ყველაზე დიდი პროცენტული კლება ორივე სქესის 10-19 წლის ასაკობრივ ჯგუფებში. დანარჩენ ასაკობრივ ჯგუფებში კი უმნიშვნელო კლება ან მატება დაფიქსირდა.
2014 წელს ემიგრანტების რიცხოვნობამ 88 704 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2013 წელის ანალოგიურ მაჩვენებელზე 6,7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო იმავე პერიოდში იმიგრანტების
რიცხოვნობამ წინა წელთან შედარებით 11,1 პროცენტით დაიკლო და 82 161 კაცი შეადგინა. 2014 წელს მიგრაციული სალდოს (სხვაობა ემიგრანტებისა და იმიგრანტების რიცხოვნობას შორის) უარყოფითი მაჩვენებელი -6 543 დაფიქსირდა.