(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო-საგანმანათლებლო ცენტრის #3 და #9 ფილიალებში საახალწლო ზეიმი, კოხტად მორგებული როლებითა და კოსტიუმებით ამავე ფილიალების აღსაზრდელებმა. ჩახჩახა ნაძვის ხესთან და თოვლის ბაბუასთან ერთად გახსნეს. ბავშვები ციყვად, კატად, დათვად თუ ბაჭიად იქცნენ, მერე ისევ საკუთარი სახე დაიბრუნეს და უამრავი ლექსითა და სიმღერით მაყურებელ სტუმრებს თავი დაამახსოვრეს.
აღმზრდელი პედაგოგების და მუსიკის მასწავლებლების _ ლია ტრაპაიძის, ლელა ყაზაიშვილის, მადონა კილაძისა და ცისანა შავიშვილის მიერ გაწეული შრომის შედეგი, ნორჩებმა შესანიშნავი ხელოვნებით წარმოადგინეს. ბოლოს, მათ თოვლის ბაბუამ საჩუქრები გადასცა და ბედნიერი არდადეგები უსურვა.