რუსული საინფორმაციო სააგენტო „Crimelist.ru“-ს ინფორმაციით ცნობილი რუსი მსახიობი ივან ოხლობისტინი საკუთარ სახლთან დაცხრილეს.
რუსული გამოცემის ინფორმაციით, ოხლობისტინს მოსკოვის გარეუბანში საკუთარი სახლის სიახლოვეს ორი არა-სლავური გარეგნობის მქონე მამაკაცი დაესხა თავს. გამოცემის თანახმად, ეს ინფორმაცია მათ წყარომ მოსკოვის ოლქის სამართალდამცავი ორგანოებიდან აცნობა.
რუსი მსახიობი 2001-2010 წლებში მართლმადიდებელი მღვდელი გახლდათ. ოხლობისტინმა 2009 წელს „შინაგანი წინააღმდეგობის“ გამო მოსკოვის და სრულიად რუსთა პატრიარქს სამღვდელო მსახურებიდან მისი განთავისუფლება თხოვა, რაც პატრიარქმა კირილმა 2010 წელს დააკმაყოფილა.
ოხლობისტინი ანტიუკრაინული განცხადებებითაც იყო ცნობილი და აღმოსავლეთ უკრაინაში მოქმედ პრო-რუს სეპარატისტებს მხარდაჭერა არაერთხელ გამოუცხადა.