ნეპალში, მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 6-ათასს გადააჭარბა, თუმცა დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, 10 ათასსაც გადაცდეს.
ნეპალის ხელისუფლება ვერტმფრენებით დახმარებას ითხოვს, რომ 7.8-ბალიანი მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილთა ევაკუაცია დროულად მოხდეს.
BBC-ის ინფორმაციით, მაშველებმა უკვე მიაღწიეს ჩახერგილ და მიუღწეველ ადგილებს, სადაც ბევრ ადამიანს სასწრაფო გადაუდებელი დახმარება ესაჭიროება.
გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში 6 204 ადამიანი დაღუპულად ითვლება, ხოლო 13 932 დაშავებულია. ათასობით ადამიანის ბედი კი ჯერჯერობით უცნობია.
ნეპალის მთავრობა ვარაუდობს, რომ მსხვერპლმა, შესაძლოა, 10 000-ს გადააჭარბოს.