რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, ცნობილი რუსი მსახიობის ივან ოხლობისტინის მკვლელობის შესახებ ჭორი აღმოჩნდა. ინფორმაცია თავად მსახიობმა უარყო, რომელმაც თავის „ტვიტერზე“ შესაბამისი განცხადება გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია რუსულ მედიაში საინფორმაციო სააგენტო „Crimelist.ru“-ს სტატიაზე დაყრდნობით გავრცელდა, რომლის თანახმადაც ივან ოხლობისტინი საკუთარ სახლთან არა სლავური გარეგნობის ორმა მამაკაცმა დაცხრილა. გამოცემის თანახმად, ეს ინფორმაცია მათ მოსკოვის ოლქის სამართალდამცავი ორგანოებიდან ჰქონდათ მიღებული.