ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ აბაშიძემ "იმედის" გადაცემა "ქრონიკაში" განაცხადა.
"აღმოჩნდა, რომ თურმე პარლამენტში კენჭისყრას მნიშვნელობა არ აქვს. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს უპატივცემულობას პარლამენტისადმი, ზოგადად ამ ინსტიტუტისადმი და საზოგადოებისადმი დამოკიდებულებას. დღეს ჩვენ თუ ქუჩაში გავალთ და ვკითხავთ ხალხს, ენდობით თუ არა მთავრობას, ღრმად ვარ დარწმუნებული, საზოგადოების უმრავლესობა იტყვის, რომ არ ენდობა. აქედან გამომდინარე, პარლამენტმა რატომ უნდა გამოუცხადოს ამ მთავრობას ნდობა", -განაცხადა აბაშიძემ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, "თავისუფალი დემოკრატები" არ აპირებენ მთავრობის განახალებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირონ.
"ჩვენ არ ვაპირებთ ინდივიდუალურად რომელიმეს დავუჭიროთ მხარი. ეს არის კლასიკური შემთხვევა, როდესაც ოპოზიციაში მყოფი პოლიტიკური ძალები მხარს არ უჭერენ მთავრობას, იმიტომ რომ არ არიან მთავრობასთან ერთად", – აღნიშნა აბაშიძემ.