სახელგანთქმული პრიმა-ბალერინა მაია პლისეცკაია, 2 მაისს, გერმანიაში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
მაია პლისეცკაიას საქართველოსთან და ქართველებთან საკმაოდ ახლო ურთიერთობა აკავშირებდა _ უკანასკნელად პრიმა-ბალერინა თბილისში 2014 წლის 24 სექტემბერს იმყოფებოდა, რა დროსაც ის საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ მოწვევით "ბეჟარის ბალეტის“ საღამოს დაესწრო.