11-25 მაისს, საქართველოსა და ამერიკის მიერ ერთობლივი სამხედრო წვრთნებია დაგეგმილი, სადაც სწავლების პროცესში ამერიკულ სამხედრო ტექნიკას გამოიყენებენ.
IV მექანიზირებულ ბრიგადაში ქართულ-ამერიკული ერთობლივი სწავლება "მაღალი დონის პარტნიორობა" (Noble Partner) ოფიციალურად 11 მაისს გაიხსნება, რომლის მიზანი ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოსა და ამერიკის ჯარების თავსებადობის ამაღლებაა.
ალიანსის წარმომადგენლობის ინფორმაციით, რომელიც მათ "ტვიტერზე" გაავრცელეს, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა ვაზიანისკენ უკვე დაიძრა და საქართველოში ბულგარეთიდან ჩამოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, სასწავლო წვრთნის პროცესში 600 ქართველი და ამერიკელი სამხედრო მონაწილეობს.