გერმანული გამოცემა "დოიჩე ველეს" ინფორმაციით, გერმანიაში "დოიჩე ბანის" სატვირთო მატარებლების მემანქანეები ბოლო 10 თვის მანძილზე უკვე მეათედ გაიფიცნენ. ისინი სამუშაო საათების შემცირებას და ანაზღაურების 5%-ით გაზრდას მოითხოვენ.
გერმანიის რკინიგზაში 300 000 ადამიანია დასაქმებული. "დოიჩე ბანის" მატარებლებს კი, ყოველდღიურად 5 მილიონზე მეტი მგზავრი გადაჰყავს.
ამიტომ, რკინიგზის ხელმძღვანელობას მიაჩნია, რომ "პროფკავშირების ქმედება მატარებლების მგზავრებს, თანამშრომლებს და გერმანიის ეკონომიკას სერიოზულად დააზარალებს".