ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატიდან, ეთიკის კომისიის თავმჯდომარის, გოჩა ძიმისტარიშვილის პოსტიდან გადაყენებას 9 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხი წინააღმდეგი წავიდა, ერთი ბიულეტენი კი ბათილად იქნა ცნობილი.
ხმების დათვლის პროცესში, ერთ-ერთ ბიულეტენზე შემდეგი სახის კომენტარი იყო დატოვებული:
"ვითხოვ სათანადო ორგანოების მიერ საკითხის მოკვლევას და ხმას მივცემ მერე."