ბრაზილიის 9 შტატში დენგეს ვირუსია გავრცელებული, რის გამოც 4 თვის განმავლობაში 229 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ვირუსით დაინფიცირების 746 000 შემთხვევა გამოვლინდა.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ვირუსმა პიკს სან-პაულოში მიაღწია.
BBC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში ეპიდემია ჯერ არ არის გამოცხადებული, ვინაიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წესების მიხედვით, ეპიდემია მაშინ იწყება, როდესაც ყოველ 100 000 მოქალაქეზე 368 დაინფიცირების შემთხვევა ფიქსირდება.
ვირუსის გამავრცელებელი ერთ-ერთი სახეობის კოღოა, რომელიც წვიმიანი სეზონის დაწყებასთან ერთად აქტიურდება.
ოფიციალური მონაცემებით, ბრაზილიაში დენგეს ციებ-ცხელების შემთხვევები გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 235 პროცენტით გაიზარდა.