თბილისის ათი რაიონის გამგებელმა, გამგებლის მოადგილეებმა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განყოფილებების ხელმძღვანელებმა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების პროექტის კონკრეტულ დეტალებზე იმსჯელეს.
თბილისის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საბურთალოს რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე უძღვებოდა, ყურადღება გამახვილდა ბმა-ს ფარგლებში შესრულებული სამუშაოების თაობაზე მუნიციპალური ლაბორატორიის საექსპერტო დასკვნის გაცნობის შემდგომი ღონისძიებების გატარების წესზე, რომელიც სასურველია ყველა გამგეობაში იდენტური იყოს. ამასთან, განიხილეს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეებამდე კონკრეტული პროექტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ეფექტური გზები.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საექსპერტო დასკვნებზე რეაგირებისას გათვალისწინებული უნდა იყოს რაიონის არქიტექტურული და ურბანული სპეციფიკა, რადგან დედაქალაქის რაიონების პრობლემები განსხვავებული ხასიათისაა და მათზე რეაგირებაც ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს.
ბმა-ის განვითარების თემაზე შეხვედრები საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის ინიციატივით ყოველკვირეულად იმართება.