დღეს ლანჩხუთში, ფოსტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა, დღის მეორე ნახევარში ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია განახორციელა, მასში ექვსი მანქანა იღებდა მონაწილეობას და ერთი პირი -ესე სარჯველაძე დააკავეს.
ამ დროისთვის უცნობია კონკრეტულად რა გახდა სარჯველაძის დაკავების მიზეზი, მომხდართან დაკავშირებით კომენტარს არავინ აკეთებს. თუმცა დაუზუსტებელი ინფორმაციით, სამართალდამცავები სარჯველაძეს თაღლითობაში სდებენ ბრალს.
რაც შეეხება სარჯველაძის საქმიანობას, მას კერძო საპროექტო ბიურო ჰქონდა ლანჩხუთში და მიწის აზომვებს ახდენდა.
მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა ურუშაძე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.
სარჯველაძე ფინანსური პოლიციის საგამოძიებო ჯგუფმა ბათუმის მიმართულებით წაიყვანა.