ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად კვაჭანტირაძე ქალაქის დაბინძურების პრობლემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
"შოკირებული ვარ იმ ჭუჭყის და ნაგვის გამო, რაც ეს წუთია ვნახე დიღომში ე.წ. გაგუას კლინიკის შენობის ყველა სართულზე, სადაც სხვადასხვა კერძო სამედიცინო ცენტრია განლაგებული. ესეც მთავრობამ და მინისტრმა უნდა დაასუფთავოს ???? ამ შენობას მეპატრონე არ ყავს? ან კიდევ, ექიმი რომ დაგიბარებს 2 საათზე და არ დაგხვდება და არაფერს დაგიბარებს პასუხად – ამას რა ქვია? როდის მივხვდებით, რომ ყველაფერზე მთავრობას პასუხი არ უნდა მოვთხოვოთ და საკუთარ თავსაც უნდა შემოვუძახოთ?" _ წერს კვაჭანტირაძე საკუთარი "ფეისბუკის" გვერდზე.