https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

    რით იკვებებოდნენ გურულები (მხატვრული ნაწარმოებების მიხედვთ)

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

  • ფეისბუქსტატუსები

    “არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

    “მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

    “ხვალ კადიროვმა რომ მიიწვიოს კობახიძე, მგლის ლეკვით ხელში ჩავა?” – ლევან ლორთქიფანიძე

    SOS! თითქმის ერთი წელია შველას ვითხოვთ! _ ლალი მოროშკინა

    “ვინ დანიშნა ხაინდრავა საქართველოს დირექტორად, ვიიიიინ ? – სანდრო ბრეგაძე

    გიორგი კეკელიძე: ეს არის საქართველო, შეიძლება ბევრჯერ -მარცხიანი, მაგრამ უცნაურად გაუტეხელი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

    სკოლის ავტობუსი ხევში გადავარდა, 17 ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა (უცხოეთი)

    მედია – მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა

    ტერაქტი ავსტრალიაში – ჰანუქას აღნიშვნის დროს ორმა პირმა ცეცხლი გახსნა

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი – რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობა შორს არ არის

    დონალდ ტრამპი – ვმუშაობთ, რომ ვნახოთ, შეგვიძლია თუ არა სამშვიდობო შეთანხმებას ახლა მივაღწიოთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

რა ნიშანს დაუწერს ევროკავშირი საქართველოს „საშინაო დავალებაში“

16:05; 6.05.2015
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

21-22 მაისს რიგის სამიტი გაიმართება, სადაც ვიზალიბერალიზაციის – საქართველოსთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი უნდა გადაწყდეს, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ მოქალაქეს ვიზის გარეშე, ევროპაში, ერთი წლის მანძილზე ჯამში 90 დღის გატარება შეეძლება.

კი VS არა

ბოლო თვეების განმავლობაში,  ვიზალიბერალიზაციისთვის 2012 წელს  დაწყებული მოლაპარაკებები, 2013 წელს მიღებული  სამოქმედო გეგმა და მოლოდინი, რომ 2015 წლის ბოლოსთვის, ან ყველაზე გვიან, 2016 წლის დასაწყისისთვის საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე შენგენის ზონაში ვიზის გარეშე  გადაადგილებას შეძლებდა, ქვეყნის ევროპელი პარტნიორების მხრიდან გაკეთებულმა განცხადებებმა თითქმის გააქარწყლა.

გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი:

"ამ დროისთვის საქართველოში მიმდინარეობს კვლევა, ვნახოთ რა შედეგები იქნება, რომლის მიხედვითაც შევძლებთ თუ არა ჩვენ, ევროკომისიის სახელით დადებით შეფასების გაკეთებას."

ევროკომისარი  საგარეო ურთიერთობათა საკითხებში, ფედერიკა მოგერინი:

"ევროკავშირს აქვს არსებითი ინტერესი, ააგოს ძლიერი პარტნიორობა თავის მეზობლებთან. ბოლო მოვლენებმა რეგიონში გამოწვევები გაზარდა, რაც ჩვენ სახეზე გვაქვს: ეკონომიკური ზეწოლიდან დაწყებული, არარეგულარული მიგრაციით და უსაფრთხოების რისკებით დამთავრებული."

იყო ნეიტრალური და შედარებით დამაიმედებლი განცხადებებით, როცა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა აღნიშნა, რომ საქართველომ გეგმის პირველი ეტაპი, რაც შესაბამისი კანონმდებლობის დახვეწას გულისხმობდა, წარმატებით შეასრულა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კი განაცხადა, რომ ქართველები სკეპტიკურად არ უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას.

"არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ევროკომისიის დასკვნას პესიმისტური განწყობით ველოდოთ. კომისია მიაწვდის წევრ ქვეყნებს თავის შედეგებს და ისინი მიიღებენ შემდგომში საბოლოო გადაწყვეტილებას. ამ წუთისთვის არ მგონია, რომ ქართველები სკეპტიკურად უნდა უყურებდნენ ვიზალიბერალიზაციის პერსპექტივას."

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კი ღიად თქვა, რომ ის რიგის სამიტზე საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლას მხარს დაუჭერს.

რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსებს, ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით აქ კონკრეტულ მოსალოდნელ შედეგებზე არ საუბრობენ, თუმცა მთავრობის მეთაური იქვე დასძენს, რომ არ უნდა იყოს მოლოდინი – რიგის სამიტის მეორე დღესვე უვიზო მიმოსვლა გვექნება.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით კი, რიგის სამიტზე ხელისუფლება შუალედურ დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. დადებით იმპულსებს ელოდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილიც.

რიგის სამიტთან და მოსალოდნელ შედეგებთან დაკავშირებით განსხვავებული პოზიციები აქვთ ოპოზიციაში. როგორც "გურია ნიუსთან" საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გიორგი კანდელაკი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ საპარლამენტო უმცირესობა ყველა ფორუმზე ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მიღებას მხარდაჭერას უცხადებდა, დიდი ალბათობით, რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის კუთხით არანაირი წინსვლა არ იქნება.

კანდელაკის თქმით, ამის განმაპირობებელი მიზეზები როგორც საგარეო ფაქტორებში, ასევე შიდა პროცესებშიც უნდა ვეძიოთ.

"ამაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს მთავრობას, რომელმაც იმპლემენტაციის პროცესში სათანადოდ ვერ იმუშავა. მნიშვნელოვან დედაქალაქებში ამ მიმართულებით კამპანია არ წარმართა 
ამ პროცესს ხელი არ შეუწყო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურმა დევნამ და კრიმინალის გაზრდამ. განსაკუთრებით კი ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლების რამდენიმე გამჟღავნებულმა კავშირმა მთავრობასთან", _ აღნიშნავს დეპუტატი.

რიგის სამიტიდან საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის საკითხთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობა არ აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესა და ლევან მიქელაძის ფონდის აღმასრულებელ დირექტორ დავით ზალკალიანსაც.

როგორც ის "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, ამის მიზეზს ევროპელი პარტნიორებისგან და სხვადასხვა დედაქალაქებიდან გაჟღერებული მესიჯები აძლევს.

"ყველას სურვილი და მათ შორის ჩემიც, როგორც საქართველოს რიგითი მოაქალაქის, არის ის, რომ ქვეყანამ რიგის სამიტზე მაქსიმალური შედეგი მიიღოს. ეს კი  პირველ რიგში,  საქართველოსთვის თავისუფალი სავიზო მიმოსვლის გადაწყვეტილებით უნდა გამოიხატოს. ასევე, რიგის სამიტის პოლიტიკურ დეკლარაციაში საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებით.

სასურველი იქნება, რომ რიგის სამიტის დეკლრაციაში სათანადოდ იყოს ასახული კონმფლიქტებთან ჩვენი ევროპელი პარტნიორების დამოკიდებულება.

ამ სამი მიზნის მიღწევის შემთხვევაში, ეს იქნება მაქსიმუმი, რისი მოლოდინიც მე და მთლიანად ქართულ საზოგადოებას აქვს.

მაგრამ სამწუხაროდ ის ინფორმაციები, რაც ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან და სხვადასხვა დედაქალაქებიდან მოგვდის, ოპტიმიზმის საფუძველს არ მაძლევს", _ აღნიშნავს ზალკალიანი და დასძენს, რომ იმ მცირე დროში, რაც სამიტამდეა დარჩენილი, ქართულმა დიპლომატიამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მიზანს მივაღწიოთ.

როგორც ზალკალიანი ამბობს, 21-22 მაისს გასამართ რიგის სამიტზე საქართველოსთვის დადებითი გადაწყვეტილების მიღებისთვის, აუცილებელი იყო ქვეყანას ის საშინაო დავალება კარგად შეესრულებინა, რომელიც ევროკავშირმა დააკისრა.

"პირველ რიგში, ხელისუფლებას ის საშინაო დავალება უნდა შეესრულებინა კარგად, რომელიც დააკისრეს, რათა შემდეგ ხელი არავისკენ გავიშვიროთ, რომ ქვეყნისთვის უვიზო მიმოსვლის მინიჭებაზე ევროპის დედაქალაქებში პოლიტიკური ნება არ იყო.  მათ ყველანაირი საბაბი უნდა გამოვაცალოთ იმისთვის, რომ ჩვენთვის არასასურველი შედეგი არ მივიღოთ.

ვგულისხმობ იგივე საემიგრაციო პოლიტიკასთან დაკავშირებულ პროცესებსა და შიდაპოლიტიკური მიმდინარეობებს,  რომელიც ასახული იქნება ვიზალიბერალიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედება", _ აღნიშნავს ზალკალიანი.

საშინაო დავალება და ანგარიშები

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ,  ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველომ 2013 წლის თებერვალში მიიღო და ის ოთხი ბლოკისგან შედგებოდა – დოკუმენტების უსაფრთხოება, ბიომეტრიული პასპორტების ჩათვლით; საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის პოლიტიკა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება; საგარეო ურთიერთობები და ადამიანის ძირითადი უფლებები.

თითოეულ ბლოკში, თავის მხრივ, ორი ფაზაა. პირველი ფაზა საკანონმდებლო ჩარჩოს და დარგობრივი პოლიტიკის რეფორმას მოიცავდა, ხოლო მეორე − აღნიშნული რეფორმის განხორციელებას.

რაც შეეხება გეგმის მიმდინარეობას, მას არასამთავრობოების მიერ გასული წლის მაისში ჩატარებული კვლევები დადებითად აფასებდა. უფრო კონკრეტულად კი, საქართველოს მოცემული დროისთვის ევროკავშირის 31 მოთხოვნიდან  13 სრულად ჰქონდა შესრულებული,  11 მეტწილად  6 სანახევროდ შხოლო 1 მოთხოვნა მეტწილად არ იყო შესრულებული.

თვითონ ევროკომისიის მიერ საქართველო-ევროკავშირის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის შესახებ მეორე ანგარიშში კი ნათქვამი იყო, რომ საქართველომ შეასრულა სავიზო დიალოგის პირველი (საკანონმდებლო) ფაზის მოთხოვნები. შესაბამისად, კომისიას შეუძლია შეუდგეს სამოქმედო გეგმის მეორე ფაზით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების შეფასებას. სწორედ ამ მიზნით იმყოფებოდა თბილისში  შემფასებელი მისია.

როგორც დავით ზალკალიანი ვარაუდობს, სწორედ ამ უკანასკნელ ანგარიშს უნდა ეყრდნობოდეს ბოლო პერიოდში ევროპის სხვადასხვა დედაქალაქებში საქართველოსთან მიმართებაში გაკეთებული არასასიამოვნო განცხადებებიც.

თუ რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის საკითხი დადებითად არ გადაწყდა…

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს თავდაპირველად ჰქონდათ მოლოდინი, რომ ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის დასრულება ვილნიუსის სამიტამდე მოხდებოდა, მოგვიანებით  ამ თარიღმა 2014 წლის დასაწყისამდე გადაიწია, შემდეგ, როგორც მაშინდელი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი ამბობდა, 2015 წლის ბოლოსთვის ან ყველაზე გვიან, 2016 წლის დასაწყისისთვის საქართველო ნებისმიერი მოქალაქე, შენგენის ზონაში ვიზის გარეშე  გადაადგილებას შეძლებდა. დღეის მდგომარეობით კი პოლიტიკური სუბიექტები თამამად საუბრობენ იმაზე, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი დროში კიდევ უფრო გაიწელება.

გარდა იმისა, რომ არსებობს მოლოდინი რიგის სამიტიდან საქართველომ პოზიტიური და ხელშესახები ვერაფერი მიიღოს, უკვე აქტიურად ისმის შეკითხვაც – თუ საქართველოს რიგის სამიტზე ვიზალიბერალიზაციის საკითხში პროგრესი არ ექნება, ევროპული მოლოდინებით გადაღლილი საზოგადოების ფონზე, ხომ არ მოძლიერდებიან პრორუსული ძალები, რომლებიც აქტიურად დაიწყებენ იმის პროპაგანდას, რომ საქართველოსთვის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება უფრო მომგებიანია.

ანალიტიკოსები, მოვლენების მსგავს განვითარებას დასაშვებად მიიჩნევენ, თუმცა, განსხვავებული პოზიცია აქვთ საპარლამენტო უმცირესობაში.

როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი გიორგი კანდელაკი "გურია ნიუსთან" აღნიშნავს, ქვეყანაში პრორუსული განწყობის გაზრდის პერსპექტივა არ არსებობს.

"მიუხედავად იმისა, რომ ამას მთავრობა ხელს უწყობს და პრორუსულ ძალებს ხელისუფლებაში თანამდებობებიც აქვთ, მიზეზთა გამო – მათ შორის იმიტომ, რომ ევროპული არჩევანი ძალიან ღრმაა, ამას, რა თქმა უნდა, პერსპექტივა არ აქვს", _ აღნიშნავს დეპუტატი და არგუმენტად უკრაინაში მიმდინარე მოვლენები მოჰყავს, რომლის ფონზეც ქართულ საზოგადოებას ნათელი მაგალითი აქვს იმისა, რომ რაც საქართველოში 2008 წელს მოხდა ანომალია არ ყოფილა, რომ  საქართველო-რუსეთის ცუდი ურთიერთობების მიზეზი რუსეთია და არა საქართველო.

სტატისტიკა

საქართველოდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნით წასული საქართველოს მოქალაქეთა რიცხი ძალიან მაღალია. ევროკავშირის სტატისტიკის სააგენტოს Eurostat-ის ოფიციალური მონაცემებით, 2011 წელს ევროკავშირის ქვეყნებს თავშესაფრის მოთხოვნით 7,060 საქართველოს მოქალაქემ მიმართა (2010 წელს 6,865 იყო და ამ მაჩვენებლით საქართველოს მეთოთხმეტეა წინ კი ძირითადად ისეთი ქვეყნები არიან როგორებიც ავღანეთი, რუსეთი, პაკისტანი, ერაყი, სომალი, ნიგერია, ირანი სირია, ბანგლადეში და შრილანკა არიან). მაშინ, როდესაც ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის პირობებში მყოფი სერბეთიდან ეს რიცხვი  – 13, 980; ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიიდან – 5,545; ალბანეთიდან – 3,060; ბოსნია და ჰერცეგოვინიდან 2,595, ხოლო მონტენეგროდან 630 ადამიანს შეადგენდა.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს მოქალაქეები თავშესაფრის მოთხოვნის კუთხით სამეულში არიან ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ლატვია, ლიტვა, საბერძნეთი, სლოვაკეთი და პოლონეთი.

2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, შენგენის სივრცის ვიზების მოთხვონაზე უარის თქმის მაჩვენებლით, საქართველო ლიდერი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის, რიცხვი 15.1% შეადგენდა, მაშინ, როდესაც სომხეთის შემთხვევაში იმავე წლის მონაცემი 10,8%, აზერბაიჯანისთვის – 5,0%, ბელარუსისთვის 0.96%, მოლდოვასთვის – 6,9%, უკრაინისთვის კი 3.4% იყო.

ამავე თემაზე: ვიზალიბერალიზაციის საკითხი ბუნდოვანი ხდება, საქართველო კი ნატო-ს კარზე კაკუნს აგრძელებს

როგორ ასრულებს საქართველო ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებს

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

გამარტივებული და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესში ცვლილებებია

პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია იწყება

ყველა სიახლე

საზოგადოება

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრების მონაწილეები მიმართვას ავრცლებენ მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით

20:49; 15.12.2025
საზოგადოება

საპატრიარქომ ბრძანება გამოსცა – არქიმანდიტრ დოროთეს (ყურაშვილი) მღვდელმოქმედების უფლება შეუჩერდა

20:42; 15.12.2025
საზოგადოება

ხანძარი თბილისის გასასვლელთან – ვიდეო ადგილიდან

19:33; 15.12.2025
ფინანსები

გაატარეთ ახალი წელი Rooms Batumi-ში და Rooms Kazbegi-ში – ღონისძიების წარმდგენია SOLO და Visa

18:36; 15.12.2025
პოლიტიკა

ქუთაისში საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ  გაიხსნა

18:11; 15.12.2025
პოლიტიკა

“აშკარაა, რომ ადგილი აქვს მმართველ პარტიაში კლანებს შორის დაპირისპირებას – ეს არაა კორუფციასთან ბრძოლა”

17:21; 15.12.2025
სამართალი

ავარიის შედეგად სამი პირი დაშავდა

16:38; 15.12.2025
საზოგადოება

მუნიციპალური განვითარების ფონდი მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ოზურგეთსა და ჩოხატაურში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრების მშენებლობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

15:45; 15.12.2025
სამართალი

პოლიციელი, რომელიც ნასვამი იყო და ავარიაში მოყვა, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა

15:10; 15.12.2025
სამართალი

ქუთაისის აეროპორტში, არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

14:53; 15.12.2025
პოლიტიკა

“ვიმედოვნებ, ხალხის დახმარებით საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გზას” – მარტა კოსი

14:39; 15.12.2025
მსოფლიო

კაია კალასი: დონბასი პუტინის საბოლოო მიზანი არ არის

14:31; 15.12.2025
სამართალი

დენის დარტყმის შედეგად კაცი გარდაიცვალა

14:24; 15.12.2025
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე საქართველოსთან დაკავშირებით არაერთ სიცრუეს მოვისმენთ

13:46; 15.12.2025
საზოგადოება

როგორი ამინდი იქნება საქართველოში 16-17 დეკემბერს

13:20; 15.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“არ მინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე ვერ დავიძინებ, უნდა დავწერო” _ კობა ფარტენაძე

10:41; 15.12.2025
0

“მამა დოროთე ზეგ, ორ საათზე, საპატრიარქოში კომისიაზე დაიბარეს”- არქიმანდიტრი ილია

14:46; 14.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო