პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი პარლამენტის კანცელარიას უკვე ჩაბარდა.
გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მიღების დაჩქარების თხოვნით მთავრობის ადმინისტრაციამ და პრემიერმა მიმართეს.
ამ საკითხზე პრეზიდენტმა კომენტარი დღეს უკვე გააკეთა.
”ჩვენ ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობას და პარლამენტს მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. თქვენ იცით, რომ ჩემი მთავარი მოტივაცია იყო, გამართულიყო მშვიდ გარემოში კონსულტაციები. მე კმაყოფილი ვარ, რომ ჩვენ ამას მივაღწიეთ. ვნახეთ, რომ გაიმართა უმრავლესობის პოლიტსაბჭოს სხდომა, როგორც წესი იყო, ასევე შედგა განხილევები დეპუტატების მიერ, ეს ნორმალური და დემოკრატიული წესია, რომელისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესმა მოიტანა პოზიტიური შედეგი. ვმუშაობთ იმასთან დაკავშირებით, რომ რაც შეიძლება ხელი შევუწყოთ პარლამენტს და მთავრობას მუშაობაში. ჩემს მიერ პარლამენტის და მთავრობის წარდგენის გადადებაც ამ პროცესის ხელის შეწყობა იყო",-აღნიშნა პრეზიდენტმა.