რამდენიმე დღის წინ იტალიურმა გამოცემამ „La Stampa” საინტერესო მასალა გამოაქვეყნა.
როგორც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, ქალის წონა ბავშვის სქესზე მოქმედებს.
იტალიელმა მეცნიერმა ანჯელო განიაჩიმ 10 000 ახალშობილი შეისწავლა და დაადგინა, რომ თუკი მომავალი დედა 53 კილოგრამს იწონის, სავარაუდოდ გოგონა დაიბადება.
54 და მეტი წონის ქალებში კი ბიჭის დაბადების ალბათობა იზრდება.
საინტერესოა, რომ ანალოგიური დასკვნა ამერიკელმა მკცლევარებმაც გააკეთეს. ანჯელო განიაჩი ვარაუდობს, რომ ბიჭები უფრო დიდები არიან და თხელ ქალებს მათი გაჩენა უჭირთ.
მისი აზრით, ბავშვის სქესზე გავლენას წელიწადის დროც ახდენს: თუკი ჩასახვის დრო მარტი-მაისის პერიოდია, გოგონას დაბადების შანსი უფრო დიდია, შემოდგომაზე ჩასახულთა შორის კი ბიჭები სჭარბობენ.