დღეს, 9 მაისს ქალაქ ოზურგეთში მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ვეტერანი, სიმონ შარიქაძე გარდაიცვალა. ოჯახის წევრების ინფორმაციით, სიმონ შარიქაძე 13 მაისს 93 წლის გახდებოდა.
_ ჯერ მოსკოვში იბრძოდა, რის შემდეგ მახაჩკალაში გადაიყვანეს. ომი, როდესაც დამთავრდა უკვე ბათუმში იყო, როგორც ჯარისკაცი. ბოლო პერიოდი ფეხთან დაკავშირებული პრობლემები გქონდა. – გვითხრეს ოჯახის წევრებმა.