ქობულეთში დაღუპული ბავშვები რუსთავის საექპერტო ბიუროში გადაასვენეს. ასეთი გადაწყვეტილება ადგილობრივმა მთავრობამ დაღუპული მოცეკვავეების მშობლების მოთხოვნით მიიღო, რომლებიც თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ შვილების ცხედრების ნახვას ბიუროკრატიული ბარიერების გამო ვერ ახერხებდნენ.
მას შემდეგ, რაც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, დაღუპულთა მამებს გარდაცვლილთა მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა აჩვენეს, ისინი დათანხმდნენ, რომ ცხედრები საექსპერტო ბიუროში დარჩებოდა.
ექსპერტიზა და გარდაცვლილთა იდენტიფიკაციას დაახლოებით 1 კვირა დასჭირდება, რადგან დაღუპულთა ამოცნობა შეუძლებელია. ძლიერი დამწვრობის გამო ცხედრები ფრაგმენტულადაა შენარჩუნებული.
ექსპერტიზასთან და გადასვენებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სახელმწიფო გაიღებს.