ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე ბუნებრივ აირზე ფასის შემცირებას არ გამორიცხავს:
_ თუ გადავხედავთ ტენდენციას გაზის ფასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ იწყებს კლებას, თუნდაც რუსულ გაზთან მიმართებაში. იცით, რომ აზერბაიჯანულ გაზზე სპეციალური ფასი გვაქვს. არ გამოვრიცხავ, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს, _ განაცხადა კალაძემ გადაცემა "განსხვავებულ აქცენტებში".
მისივე თქმით, თუ ლარი გამყარდა ელექტროენერგიის ფასის მატებაც არ მოხდება.