2015 წლის 27 თებერვალს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა.
წულუკიანის განცხადებით, ხიდისთავის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად, მოსახლეობას საშუალებას მისცემს მიიღოს სხვადასხვა სახის _ სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისები.
მინისტრმა პრეზენტაციაში შეკრებილ მოსახლეობას ამცნო, რომ საზოგადოებრივ ცენტრში მოსახლეობას პენსიის და პირადობის მოწმობის აღებაც შეუძლიათ.
ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას უფასო ინტერნეტსაც სთავაზობს.
წულუკიანის თქმით, ასეთი ტიპის ცენტრი პირველია საქართველოში.
ის, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ასეთი სახის მომსახურების მიღებაა შესაძლებელი, მხოლოდ "გურია ნიუსის" არქივის დათვალიერების შემდეგ შეგიძლიათ გაიგოთ, რადგან ზარზეიმით გახსნილი ცენტრის შენობაზე გაკრული აბრა მხოლოდ იმას გვაუწყებს, რომ აქ ხიდისთავის ბიბლიოთეკაა განთავსებული.
როგორც ჩანს, წულუკიანის უწყებას აბრის გაკვრა დაავიწყდა.