9 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავზე, წმიდა გიორგის სახელობის მშენებარე ტაძარში დიდ სამამულო ომში დაღუპულთა და ხიდისთავიდან უდროოდ გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი ჩატარდა.
ეს ღონისძიება ამავე სოფლის მკვიდრის შოთა აკაკის ძე კალანდაძის ინიციატივით მოეწყო, რომელმაც შეკრებილებს გაახსენა სოფლიდან სამამულო ომში წასული ახალგაზრდები, შინმოუსვლელნი, უდროოდ გარდაცვლილნი.
აქვე აღინიშნა, რომ ეს შეკრება, საჭიროა, ტრადიციად იქცეს, ჩვენმა მომავალმა უნდა იცოდეს ისტორია, რომელიც მისმა თანასოფლელებმა შექმნეს.
აღინიშნა ისიც, რომ აუცილებელია გამოიყოს ადგილი, სადაც აიგება სტენდი, რომელზეც განთავსებული იქნება ომში დაღუპულთა ფოტოები