ტაილანდთან ახლოს, ბანგლადეშიდან და მაინმარიდან წამოსული ათასობით ლტოლვილი ნავებით ზღვაში არიან გაჩერებულები და ნაპირთან მიახლოებას ვერ ახერხებენ.
მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ცნობით, 2 ათასამდე ადამიანი უკვე ჩავიდა მალაიზიასა თუ ინდონეზიაში ბოლო 2 დღის განმავლობაში, ხოლო 800-მდე ადამიანი ნავზე გადარჩენის იმედს ებღაუჭება.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
"ჩვენ არაფერი გვქონდა საჭმელი", _ განაცხადა ერთ-ერთმა მიგრანტმა ქალმა, რომელმაც 3 თვის წინ, მეინმარის ერთ-ერთი დასახლება შვილთან ერთად დატოვა.
როჰინგიელი მუსლიმები ტაილანდში აგენტებთან ერთად ხშირად მიემგზავრებიან, რომლებიც მიგრანტებს მალაიზიაში გადაყვანას ჰპირდებან. თუმცა, მიგრანტების დიდ ნაწილს ველურ პირობებში უწევს ცხოვრება, ზოგი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება.
შენიშვნა: გამოყენებულია "როიტერის" ფოტო